საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

2017 წელს პროგრამის - „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ ქვეპოროგრამის - ,,აგროსექტორის განვითრების საჭიროებათა კვლევები და სტრატეგიაფარგლებში  განახორციელებს 4 კვლევასა და ერთი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებას

 

კ ვ ლ ე ვ ე ბ ი:

1„მანდარინის წარმოებასა და ექსპორტთან  დაკავშირებული ლოჯისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება“ 

·    კვლევის მიზანი: მანდარინი ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა და აჭარაში მეციტრუსეობის დარგიდან ძირითად სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. კვლევის მიზანია მანდარინის წარმოების, ლოჯისტიკისა და ექსპორტის საკითხები შესწავალა/ანალიზი. კვლევის ფარგლებში მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები  და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები

2. „მეოცე საუკუნეში აჭარის რეგიონში წარმოებული სასოფლო - სამეურნეო პროდუქტების პოტენციალის კვლევა

 

·    კვლევის მიზანი: აჭარის რეგიონში  წარსულში ცნობადი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების  რებრენდინგის, კვლავწარმოებისა და მათთან დაკავშირებული ინვესტირების გეგმის შედგენა;

3. „აჭარის ტერიტორიაზე არსებული სარწყავი სისტემების აღდგენა და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციის ეკონომიკური ეფექტის შესწავლა“

 

·    კვლევის მიზანი: აჭარის რეგიონში სარწყავი და სადრენაჟე  სისტემების  აღდგენისათვის გასატარებელი ღონისძიებების  და მათი სრულფასოვნად ფუნქციონირების შემთხვევაში მიღებული  ეკონომიკური ეფექტის შესწავლა/შეფასება;

4.   „აჭრაში რძის შემკრები პუნქტები და მათი ეკონომიკური ეფექტის შესწავლა“

 

·    კვლევის მიზანი:  აჭარაში მერძევეობის სექტორის მდგომარეობის, რძის შეგროვების, გადამუშავების საკითხების და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რძის შემკრები პუნქტების მნიშვნელობის და მათი ეკონომიკური ეფექტის შესწავლა;

 ს ტ რ ა ტ ე გ ი ა:

5.   „აჭარის რეგიონში თევზსაშენი მეურნეობების განვითარების სტრატეგია“ 

 

·    სტრატეგიული დოკუმენტის მიზანი:  მეთევზეობის  დარგში არსებული მდგომარეობა და ტენდენციები,  არსებული თევზსაშენი მეურნობების მდგომარეობის  ანალიზი.  სტრატეგიული დოკუმენტის მიზანია განხორციელდეს სიღრმისეული კვლევა და მომზადდეს შესაბამისი სამოქმედო დოკუმენტი;