საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
image

დიდ თოვლობა

დიდთოვლობის გამო აჭარის მუნიცპალიტეტებში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები. ინტენსიურად იწმინდება როგორც ცენტრალური ასევე, სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად თოვლის წმენდის პროცესს ადგილზე გაეცნო.
უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მობილიზებულია როგორც სხვადასხვა უწყებები, ასევე მერიის სამსახურები და ადამიანური რესურსი.
ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად შექმნილი პრობლემების განხილვის, სალიკვიდაციო სამუშაოების და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელი ოპერატიულ ღონისძიებებიდან გამომდინარე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დღესვე მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით თოვლის საფარისგან გაიწმინდა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციები. პროცესში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ჩაერთნენ,