საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Government of Autonomous Republic of Ajara

Ministry of Agriculture

image
Ministry of Agriculture
en_სამინისტროს 2025 წელს დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები
image

en_სამინისტროს 2025 წელს დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა, სადაც სამინისტროს 2025 წელს დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები გააცნო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 4 805 9720 ლარით გაიზარდა და 36 820 550 ლარს შეადგენს. რომელიც მოიცავს 17 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2025 წელს განახორციელებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, დაფინანსებული იქნება არანაკლებ 2 500 პროექტი, რომლის ბიუჯეტი მიმდინარე წელს არის 3 856 000 ლარი.

მინისტრის განცხადებით - ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება. პროგრამის ფარგლებში, 2 438 ჰექტარ ფართობზე მეტი დამუშავდება შესაბამის აგროვადებში. რისთვისაც დაიხარჯება 1 629 008 ლარი.

2025 წელს გაგრძელდა აგრარული ექსტენციის მიწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სხვდასხვა დარგების მიმართულებებით, ფერმერები და აგრომეწარმეები საველე პირობებში გადიან სწავლება-კონსულტირებას.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.