საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ პროგრამების მოსარგებლე ფერმერებისთვის სავაჭრო ჯიხურები დამზადდა
image

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ პროგრამების მოსარგებლე ფერმერებისთვის სავაჭრო ჯიხურები დამზადდა

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ მიერ სამინისტროს პროგრამების ფარგლებში მოსარგებლე ფერმერებისთვის სავაჭრო ჯიხურები დამზადდა.
 
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად, 10 ერთეული სავაჭრო ჯიხური ფერმერებს გადასცა.
 
პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერას, მათთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, შემოსავლების ზრდის ხელშეწყობასა და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას. აღნიშნული ინიციატივა ფერმერების ხელშეწყობის მიზნით მომავალშიც გაგრძელდება.
 
ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მინურ პაქსაძე, მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი