საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა ვაზის 20 000-მდე ნერგი გამოიყვანა
image

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა ვაზის 20 000-მდე ნერგი გამოიყვანა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში ვაზის 5 ჯიშის (საღვინე ჯიშები - ცოლიკაური, ოჯალეში, ჩხავერი. სასუფრე ჯიშები-იტალია, პრიმა,) 20 000-მდე ნერგია წარმოებული.
 
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობიდან ვაზის ნერგების რეალიზაცია დაიწყო, რომელსაც მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ირმა აფხაზავა, აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე, მოადგილე იოსებ აბულაძე და აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე ესწრებოდნენ.
 
პროგრამის მიზანია მევენახეობის განვითრების ხელშეწყობა რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
 
დღესვე, ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ დაბა ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში, სადაც დაესწრნენ 0.5 ჰა ფართობზე 250 ძირი ლიმონის სადედე ნაკვეთის გაშენების პროცესს.