საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აზიური ფაროსანას მართვის წინააღმდეგ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
image

აზიური ფაროსანას მართვის წინააღმდეგ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსმა დავით აშორდიამ, მავნებელთან ბრძოლის მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
 
აღინიშნა, რომ წინა წლების წარმატებული გამოცდილების შესაბამისად, გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა. ამავდროულად, მაქსიმალური შედეგისთვის, ხელვაჩაურში არსებულ მავნებელთან ბრძოლის ცენტრში დამატებითი სპეციალიზებული ტექნიკა იქნა მობილიზებული. „მიმდინარე წელი იქნება აქტიური და ვფიქრობ გარდამტეხი მავნებელთან ბრძოლის პროცესში. დამატებითი ტექნიკა საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელოთ პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები“-აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
 
სამინისტროში შეხვედრის შემდეგ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსმა დავით აშორდიამ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძესთან ერთად, ხელვაჩაურში არსებული მავნებელთან ბრძოლის ცენტრში მობილიზებული ტექნიკა დაათვალიერეს და რეგიონული ჯგუფის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
 
აჭარაში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. განთავსებულია მონიტორინგის სისტემები და სპეციალური სადგურები (“მოიზიდე და გაანადგურე”), ტარდება წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების მეთოდით, მუნიციპლიტეტებში ტერიტორიები მუშავდება თერმული ნისლის ტექნოლოგიით.