აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

აქცია დავასუფთავოთ მსოფლიო
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია გაიმართა.
ღონისძიება სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ქობულეთის ადმინისტრაციის თიკერის სატყეო ტერიტორიაზე ჩატარდა.
მსოფლიო დასუფთავების დღე გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის, სუფთა და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვით ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება.
აქციაში ხუცუბანის, სოფელ ქობულეთისა და კოხის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ თიკერის სატყეო ტერიტორიაზე არსებული ნარჩენები შეაგროვეს და ტერიტორია დაასუფთავეს.
აქციის პარალელურად, მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მათ ტყისა და გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვის საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდათ.
2026 წლის მსოფლიო დასუფთავების დღის მთავარი გზავნილია „სუფთა თეფშებიდან სუფთა ქალაქებამდე“ (From Clean Plates to Clean Cities), რომლის ფარგლებშიც ყურადღება ეთმობა სურსათის ნარჩენების შემცირებას, ნარჩენების პასუხისმგებლიან მართვასა და სუფთა გარემოს შენარჩუნებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი ელდარ ცინცაძე, სააგენტოს უფროსის მოადგილეები ავთანდილ მახარაძე და გიორგი ჯინჭარაძე, ასევე სააგენტოს თანამშრომლები და სტაჟიორები.