აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო


სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აჭარაში სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება დასკვნით ფაზაშია

აჭარაში სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება დასკვნით ფაზაშია
აჭარაში სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება, წარმატებით განხორციელდა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,აგრო-მომსახურების განვითარება რეგიონში“ ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული სახნავ-სათესი ნაკვეთების უსასყიდლოდ დამუშავება დასკვნით ფაზაშია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ადგილზე გაეცნო, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.
აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობები დაუმუშავდა უფასოდ. დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 2250 ჰა მიწის ფართობი. რაც ადგილობრივ ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას გაზარდონ ერთწლიან კულტურებში რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები.
ზემოთ აღნიშნულ საველე სამუშაოებს ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ნადიმ ვარშანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია რომანაძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.