საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
,,ბათუმში შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2025 გაიმართა’’
image

,,ბათუმში შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2025 გაიმართა’’

,,ბათუმში შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2025 გაიმართა’’. ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ესწრებოდნენ.
 
ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავს აჭარის, როგორც მეფუტკრეობის დარგში ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას.
 
თაფლის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 40-ზე მეტმა მეფუტკრემ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოადგინა. ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია.
 
ფესტივალს ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები სტუმრობდნენ. აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში, არაერთი გასართობი ღონისძიება გაიმართა.
 
ბათუმში, თაფლის რიგით მერვე ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა.