საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
,,განათლება მწვანე მომავლისთვის" – წლის საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოება
image

,,განათლება მწვანე მომავლისთვის" – წლის საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან ერთად გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვა.
 
მინისტრმა დენის სალუქვაძემ, ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის, ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებისა და სოფლის მეურნეობისადმი ინტერესის გაძლიერება ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მისივე თქმით, სწორედ პედაგოგები ასრულებენ განსაკუთრებულ როლს მომავალი თაობის ცნობიერების ჩამოყალიბებაში და მწვანე მომავლის მშენებლობაში.
 
,,გულითადად გილოცავთ ამ წარმატებას და მადლობას გიხდით თქვენი თავდადებული შრომისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი საქმიანობა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შთააგონებს, იზრუნონ გარემოზე და აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მწვანე მომავლის შექმნაში. სწორედ განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც მდგრადი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მომავალი შენდება“- განაცხადა დენის სალუქვაძემ.