საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე
image

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე, სოფელ უჩხითში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცხავამ, სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან და მოსწავლეებთან ერთად, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
 
„დასუფთავების აქციის მიზანია, ლოკალური მწვანე სივრცეების ნარჩენებისგან გათავისუფლება და ჯანსაღი გარემოს შექმნა. გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც საკუთარი წვლილი შეაქვს გარემოს დაცვის საქმეში. ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე და შევქმნათ უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა გიორგი ფანცხავამ.
 
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1972 წელს დაარსდა. მისი აღნიშვნის მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ჩვენი პლანეტის წინაშე და აქტიურად ჩაერთოს იმ ღონისძიებებში, რომლებიც გარემოს დაცვას ემსახურება.
 
2026 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი თემაა: „ბუნებით შთაგონებული კლიმატისთვის, ჩვენი მომავლისთვის“.