აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა
ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა
ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა. დღესასწაული ადგილობრივებსა და სტუმრებს აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ მიულოცა.
როგორც მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, მთაში შევინარჩუნოთ მოსახლეობა და ხელი შევუწყოთ მაღალმთიანი აჭარის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი გეგმები მიმართულია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
გულწრფელად ვაფასებ თქვენს თავდაუზოგავ შრომას. თქვენი როლი ჩვენი რეგიონის განვითარებაში განსაკუთრებულია.
ღონისძიების ადგილას მოწყობილი იყო საგამოფენო და შემეცნებით-გასართობი სივრცეები. ღონისძიება საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.