აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
.webp)
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
თიკერის სატყეო უბანში გამწვანების აქცია გაიმართა
თიკერის სატყეო უბანში გამწვანების აქცია გაიმართა
მეტყევის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის თიკერის სატყეოს ისპანის უბანში გამწვანების აქცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ, მინისტრის მოადგილეებმა, აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა და ქალაქ ბათუმის მეგა სკოლის მოსწავლეებმა.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართა აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, რომელმაც ტყის დაცვისა და აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„ტყე ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე და მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებელი უმნიშვნელოვანესი რესურსია. მისი დაცვა და აღდგენა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე ჩაერთონ გარემოსდაცვით საქმიანობაში, გაიაზრონ ტყის მნიშვნელობა და იზრუნონ ბუნებაზე.
დღევანდელი გამწვანების აქცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ტყეების შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. ვულოცავ მეტყევეებს პროფესიულ დღეს და მადლობას ვუხდი მათ ყოველდღიური შრომისა და ტყის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის“- განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.