აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
„კლიმატური პირობები-გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
„კლიმატური პირობები-გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თემაზე „კლიმატური პირობები-გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიმართა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობის მნიშვნელობას.
„კლიმატური პირობები-გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენციას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე ესწრებოდნენ.
სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებაზე და იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც გამოწვევების საპასუხოდ მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ აქტიურად ტარდება აზიურ ფაროსანას მონიტორინგი და შეწამვლის სამუშაოები, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა მეფუტკრეობის დარგში შექმნილ გამოწვევებზეც იმსჯელეს.
მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს და შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება ფერმერებს, სწორად და დროულად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი რისკები.
კონფერენციას ასევე ფერმერები, დარგობრივი ასოციაციები, სამეცნიერო წრეებისა და სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.