საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image

მეფუტკრე ფერმერებისთვის სკების გადაცემის პროცესს მინისტრი დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებისთვის სკების გადაცემის პროცესი დაიწყო.
 
ქედის მუნიციპალიტეტში სკების განაწილების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.
 
დენის სალუქვაძე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა და მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
 
მეფუტკრეობა აჭარის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. დარგის მხარდაჭერა ხელს უწყობს ადგილობრივი მეფუტკრეების გაძლიერებას, წარმოების განვითარებასა და ფუტკრის ოჯახების გამრავლებას.
 
შეხვედრაზე მინისტრმა მეფუტკრეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედი მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიზანია, ადგილობრივ ფერმერებს დამატებითი შესაძლებლობები შეუქმნას, ხელი შეუწყოს მათი საქმიანობის განვითარებას და მეფუტკრეობის დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას.
 
ქედის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებს 550-მდე სკა გადაეცემათ. ქვეპროგრამა აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება და ჯამში მეფუტკრე ფერმერებისთვის 2 000 სკის გადაცემას ითვალისწინებს.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.