აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრის მოადგილემ ართვინის სატყეო დირექტორატს უმასპინძლა
მინისტრის მოადგილემ ართვინის სატყეო დირექტორატს უმასპინძლა
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ფანცხავამ, ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის სატყეო დირექტორატის დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა სატყეო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და სამომავლო ერთობლივი გეგმების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტყის მდგრად მართვასა და აღდგენას, ტყის მავნებელ-დაავადებების მონიტორინგსა და პრევენციას, სანერგე მეურნეობის განვითარებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.
დელეგაციის წევრებმა შუახევის ლაბორატორია მოინახულეს, სადაც ტყის მავნებელ-დაავადებების მონიტორინგისა და მათ წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.