აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი ფანცხავა დაინიშნა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი ფანცხავა დაინიშნა, ახალი მოადგილე თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ წარუდგინა.
გიორგი ფანცხავა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატში, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ასევე, აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.