საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო
image

მინისტრი გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო.
 
გურჯაანის ღვინის ფესტივალს, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ესწრებოდა.
 
წელს, ფესტივალის 10 წლის იუბილე აღინიშნა და ტრადიციულად, გურჯაანში, ახტალის პარკში გაიმართა. საიუბილეო წლის მთავარი გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობა“ იყო, რომელიც 8000 წლიან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამდა ხაზს.
 
გურჯაანის ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მეღვინეობის განვითარებასა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ემსახურება. ღონისძიება სხვადასხვა რეგიონის მეღვინეებსა და ღვინის მწარმოებლებს აერთიანებს და სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.