საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
image

მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე იაპონიის  ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აჭარაში აგროსასურსათო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე წელს დაგეგმილ საქმიანობასა და აქტივობებზე.
 
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე.