აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მინისტრი „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
მინისტრი „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და ,,კარგი მასპინძლის” ჯილდო საოჯახო სასტუმრო ,,მოყვარეს” გადასცა.
2025 წლის კარგი მასპინძლის სტატუსის მქონე 15-მდე საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს “კარგი მასპინძლის” სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროექტების განვითარების სააგენტომ მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა.
პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.