საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
image

მინისტრი საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს გელა სამხარაულს შეხვდა.
 
გელა სამხარაულმა, მინისტრს სოფლის მეურნეობის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „მწარმოებელთა ასოციაციების შესახებ“ კანონპროექტის და „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ინიციირების საკითხზე.
 
შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებსა და ინიციატივებზე ისაუბრა, რომელიც მოსავლიანობის ზრდას და ფერმერების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.