აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი სკების განაწილების პროცესს დაესწრო
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის“ - პროგრამის ფარგლებში, სკების გაცემა გრძელდება.
ხულოს მუნიციპალიტეტში სკების განაწილების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.
ქვეპროგრამა მეფუტკრეობის დარგის განვითარების, ფუტკრის ოჯახების გამრავლებისა და ამორტიზებული სკების ჩანაცვლების მიზნით ხორციელდება.
ხოლოს მუნიციპალიტეტში პროგრამის გარგლებში 200-მდე სკა გადაეცათ. პროგრამა ხორციელდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში და ჯამში მეფუტკრე ფერმერებზე გაიცემა 2000 სკა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.