აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი სოფელ ღორჯომის მოსახლეობას მთა ზორტიყელში შეხვდა
მინისტრი სოფელ ღორჯომის მოსახლეობას მთა ზორტიყელში შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, სოფელ ღორჯომის მოსახლეობას მთა ზორტიყელში შეხვდა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი და სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
მინისტრის განცხადებით, ,,ადგილობრივ მოსახლეობასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, რათა მოსახლეობის საჭიროებები და პრიორიტეტები მაქსიმალურად აისახოს მომდევნო წლის პროგრამებსა და პროექტებში.
მოსახლეობის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ჩვენი მიზანია, თითოეული მუნიციპალიტეტისა და სოფლის საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და კონკრეტული პროგრამები რეალურ საჭიროებებს მოვარგოთ.“- განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.