საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მინისტრი სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა
image

მინისტრი სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავასთან ერთად, სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლაბორატორია დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
 
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ აღნიშნა, საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.
 
„ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი მოწინავეა როგორც აჭარის რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და დღეისათვის საქართველოში ლაბორატორიული გამოკვლევების ყველაზე ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი. ჩვენთვის პრიორიტეტია, რეგიონულ დონეზე მოხდეს ლაბორატორიული სერვისების გაძლიერება, რაც ჯანსაღი პროდუქციის წარმოების აუცილებელი პირობაა“, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
 
ლაბორატორია ფლობს ISO 17025-აკრედიტაციას და კვლევებს ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.