საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მინისტრი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ფერმერებს შეხვდა
image

მინისტრი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ფერმერებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა მოსახლეობას სამინისტროს 2026 წლის პროგრამები გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ მხარდაჭერის მექანიზმებზე, რომლებიც ფერმერების ხელშეწყობას, წარმოების განვითარებასა და სოფლის მეურნეობის მდგრად ზრდას ისახავს მიზნად.
 
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და განისაზღვრა 40,9 მლნ ლარით, რომელიც მოიცავს 16 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას.
 
შეხვედრებს ესწრებოდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მინისტრის მოადგილეები, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერები, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.