აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
.webp)
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა
მინისტრი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა
ციტრუსის სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების განხილვა, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და ციტრუსის მოსავლის დაბინავებისა და რეალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ამირან თავდგირიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, აჭარის დეპარტამენტის უფროსი თამარ ბერძენიშვილი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ირაკლი ონიანი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოსავლის აღებისა და ტრანსპორტირების პროცესის ორგანიზებაზე, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ფერმერთა საჭიროებებსა და სეზონის განმავლობაში წარმოქმნილი შესაძლო გამოწვევების დროულად მოგვარებაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი უწყებისა და მუნიციპალიტეტის კოორდინირებული მუშაობა, რათა ფერმერებმა მოსავლის რეალიზაცია შეუფერხებლად შეძლონ.
„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ფერმერებს მოსავლის დროულად დაბინავებასა და რეალიზაციაში ხელი შევუწყოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული მუშაობა, რათა სეზონის განმავლობაში არსებული გამოწვევები დროულად გადაიჭრას და მეციტრუსე ფერმერებმა მოსავლის რეალიზაცია შეუფერხებლად შეძლონ“, - განაცხადა დენის სალუქვაძემ შეხვედრისას.