საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრმა კივის ბაღი დაათვალიერა ხელვაჩაურში
image

მინისტრმა კივის ბაღი დაათვალიერა ხელვაჩაურში

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მერაბ ცეცხლაძის კივის ბაღი დაათვალიერა და კივის მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.
 
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, სადაც ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება კივის წარმოება ჩვენს რეგიონში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ფერმერებს, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა და ხელი შევუწყოთ აჭარაში წარმოებული პროდუქციის ზრდასა და პოპულარიზაციას..“- განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.
 
მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი, მინდია დიასამიძე, მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე და სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები.
 
ფერმერს კივის ბაღი 6 000 კვ. მ ფართობზე აქვს გაშენებული. მიმდინარე წელს აღნიშნული ნაკვეთიდან დაახლოებით 10 ტონამდე მოსავალს ელოდება. მოწეულ პროდუქციას აწვდის როგორც სუპერმარკეტების ქსელს, ასევე ადგილობრივ ბაზარს.