საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მინისტრმა საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა
image

მინისტრმა საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში მოწყობილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო.
 
პროგრამის მიზანია ადგილობრივი ფერმერებისთვის მაღალხარისხიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოყვანილი ჩითილების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაუმჯობესება და რეგიონში ხარისხიანი და უხვი მოსავლის წარმოების ხელშეწყობა.
 
აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილია კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნის, ტკბილი წიწაკის, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, სალათის ფურცლისა და სხვა ბოსტნეულის დაახლოებით 300 000-მდე ჩითილი.
 
საჩითილე მეურნეობებში, ასევე, იმყოფებოდნენ, მინისტრის მოადგილეები, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.