საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მინისტრმა 2024 წლის ანგარიში უმაღლეს საბჭოს წარუდგინა
image

მინისტრმა 2024 წლის ანგარიში უმაღლეს საბჭოს წარუდგინა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს „მინისტრის საათის“ ფორმატში, 2024 წელში განხორციელებული პროგრამების ანგარიში წარუდგინა.მინისტრმა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
 
მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 3 273 628 ლარით გაიზარდა და 32 014 578 ლარი შეადგინა, რომელიც მოიცავდა 16 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას.
 
სამინისტრომ 2024 წელს აგროსექტორის მდგრადი განვითარების, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციის, აგრარული ექსტენციის მიწოდების, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, აგროსერვისის განვითარების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით რეგიონის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებაზე ორიენტირებული პროგრამები განახორციელა, რომლის მიზანი იყო სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების, საოჯახო მეურნეობებისა და მეწარმე სუბიექტების განვითარების ხელშეწყობა, პროდუქციის მწარმოებელთა ეფექტიანობისა და მდგრადობის ამაღლება, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ასევე ტყის მდგრადი მართვა.
 
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრომ 2024 წელს განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსებული იქნა 5000-მდე პროექტი, რომლის ბიუჯეტი იყო 4 408 493 ლარი.
 
მინისტრის განცხადებით - ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები უფასოდ დამუშავდა. პროგრამის ფარგლებში, 2 280 ჰექტარ ფართობზე მეტი დამუშავდა შესაბამის აგროვადებში, რისთვისაც დაიხარჯა 1 251 206 ლარი.
 
2024 წლისათვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა ასევე აგროსერვისის განვითარება რეგიონში, რომლის დაფინანსება შეადგენდა 10 314 660 ლარს, რომელიც მოიცავდა მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობას, სამელიორაციო სისტემების მართვას, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობას, სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოებას და ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშთგანახლებას.
 
2024 წელს განხორციელდა აგრარული ექსტენციის მიწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა დარგების მიმართულებით 4772 მეტ ფერმერს და აგრომეწარმეებს საველე პირობებში ჩაუტარდა სწავლება-კონსულტირება, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 277 700 ლარით.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების საქმიანობის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტყის დაცვა და მოვლას, ტყეების მდგრად მართვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. 2024 წელს აღნიშნული მიმართულებით პროგრამების დაფინანსება შეადგენდა 11 777 826 ლარს.
 
2024 წელს ასევე განხორციელდა სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მომსახურება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) წარმოება, ბიუჯეტი შეადგენდა 1 317 292 ლარს.
 
შეხევედრის ბოლოს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2025 წლის ბიუჯეტზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 4 805 972 ლარით გაიზარდა და 36 820 550 ლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს 16 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას.