საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
image

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

ბათუმში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა დაესწრო.
 
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში მცენარეთა დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა და აგრარული სექტორის წარმომადგენლებმა კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები და პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების საკითხები განიხილეს.
 
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ კლიმატური ცვლილებები მცენარეთა დაცვის მიმართულებით ახალ გამოწვევებს აჩენს, რაც სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო წრეებისა და ფერმერების მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის. წარმოდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა, რომ უხვი ნალექისა და არახელსაყრელი ამინდის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
 
კონფერენციას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ანასეულის ლაბორატორიის წარმომადგენლები, მცენარეთა დაცვის სპეციალისტები და ფერმერები ესწრებოდნენ.