საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირება
image

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ სტაჟიორთა მიღების კონკურსი გამოაცხადა.
 
სტაჟირების მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სექტორისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადებას.
 
სტაჟირების მსურველებს, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ვებ-გვერდზე https://vacancy.hr.gov.ge/ -ზე შემდეგ პოზიციებზე:
იხილეთ ვაკანსიები და დეტალური ინფორმაცია:
 
1. იურიდიული სამსახური
 
2. შიდა აუდიტის სამსახური
 
3. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური
 
4. მონიტორინგისა და შეფასების სამსახური
 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 10 სექტემბერი.