საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” სერტიფიკატები გადაეცათ მასწავლებლებს
image

პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” სერტიფიკატები გადაეცათ მასწავლებლებს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლების იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ტრენინგები წარმატებით გაიარეს. ღონისძიების ფარგლებში დამხმარე სახელმძღვანელო და სერტიფიკატი 153- ზე მეტ მასწავლებელს გადაეცა.
 
მინისტრი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და გარემოსდაცვით და აგრარულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სერვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.
 
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.
 
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამას „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლიდან ახორციელებს და ჯამში 7000-ზე მეტი პედაგოგია გადამზადებული, მათ შორის 600 მეტი - აჭარიდან. დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
 
ღონისძიებას ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტეტე აროშიძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.