აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ სამუშაოები მიმდინარეობს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლა ყოველწლიურად ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მისივე თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია ღონისძიებების აქტიური ეტაპი, რომელიც მავნებლის გავრცელების პრევენციასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას ემსახურება.
მოსავლის დაცვისა და ეფექტური პრევენციის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მობილიზებულია 40 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები თერმული ნისლის და ცივი შესხურების მეთოდებით მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც დასახლებული პუნქტებისა და სავარგულების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.
სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. თერმული ნისლის მეთოდით ტერიტორიების დამუშავება დღეიდან დაიწყო, ხოლო ცივი შესხურების მეთოდით სამუშაოები მაისიდან მიმდინარეობს