საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
image

რეინჯერთა დღე

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ქვაბისხევში გაიმართა.
 
რეინჯერებს პროფესიული დღე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და დაცული ტერიტორიების თავმჯდომარემ ოთარ ედიშერაშვილმა მიულოცეს.
 
ტრადიციულად, ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ რეინჯერები, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას