საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
საინვესტიციო და ეკონომიკური ტენდენციების განხილვის მიზნით კონფერენცია გამართა
image

საინვესტიციო და ეკონომიკური ტენდენციების განხილვის მიზნით კონფერენცია გამართა

საინვესტიციო და ეკონომიკური ტენდენციების განხილვის მიზნით, Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და რეგიონის წამყვანი სექტორების განვითარების პერსპექტივების შესახებ კონფერენცია გამართა.
 
კონფერენციას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში მოქმედი კომპანიების დამფუძნებლები და ხელმძღვანელები.
 
ღონისძიების ფარგლებში ყურადღება დაეთმო რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს, ბიზნესგარემოსა და იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც აჭარის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
 
შეხვედრამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ რეგიონის ეკონომიკურ ტენდენციებს, განეხილათ სექტორების წინაშე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები და ემსჯელათ სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
 
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავებას, ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენას.