აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“
საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“
ქობულეთში ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე – „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში.“
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები და აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზარდა. თუ 2012 წელს ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი იყო, 2025 წელს უკვე 37 მილიონ ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტი პირდაპირ კავშირშია ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასთან. გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების რაოდენობა კიდევ უფრო გაფართოვდება და ადგილობრივი ფერმერების შრომა მეტად დაფასდება. ფერმერებისა და მეწარმეების გაძლიერება ნიშნავს სოფლისა და რეგიონის გაძლიერებას, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, თქვენი დაუღალავი შრომითა და ჩვენი მხარდაჭერით, აჭარა სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ რეგიონად იქცევა ქვეყნის მასშტაბით,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია აგრარული სექტორის განვითარების გეგმების შესახებ. მისი თქმით, სამინისტროს მთავარი მიზანია ფერმერთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება.
მიმდინარე წელს 7 000-მდე ფერმერს თანადაფინანსებით, გადაეცემა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოწყობილობა, მათშორის მოტოკულტივატორები, მობილური შემასხურებლები, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, მარცვლეულის საფქვავები, რძის აპარატები, მეფუტკრეობისა და ღვინის წარმოების ინვენტარი.
პროგრამის მიზანია საოჯახო მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების გაძლიერება, მათი ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაფართოება და აგროსასურსათო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ, მინისტრთან ერთად, ფერმერებისთვის ადგილზე გამოფენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკია დაათვალიერა, რომელიც მათ განაცხადების მიღებისა და შერჩევის პროცედურების შემდეგ გადაეცათ.