აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სარწყავი და დამშრობი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი „სამელიორაციო სისტემების მართვა“ პროგრამის ფარგლებში აქტიურად ახორციელებს სარწყავი და დამშრობი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში ტაკიძეები-მოსიაშვილების სარწყავი არხების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ასევე მიმდინარე პროექტები დაათვალიერა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში.
პროგრამის მიზანს წარმოადგენს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. პროგრამა ითვალისწინებს სარწყავი და შიდაქსელური არხების რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას.
პროგრამის ფარგლებში სარწყავი არხების დაზიანებულ მონაკვეთებში მოეწყობა პოლიეთილენის და ფოლადის მილები. სარწყავი არხები სრულად გაიწმინდება მიწის მასისა და ბუჩქნარისაგან.
,,სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციის" ფარგლებში, 2025 წელს ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ 9 სარწყავ არხს რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია უტარდება.
ასევე, პროგრამის ფარგლებში მოვლა-შენახვის ღონისძიებით დამატებით რეაბილიტაცია უტარდება 9 არხს.
ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს, აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე, შუახევის მუნიპალიტეტის მერის მოადგილე გურამ ზოიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე და პროგრამის ხელმძღვანელი პირები და სპეციალიტები ესწრებოდნენ.