საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების მიმდინარეობას მინისტრი ადგილზე გაეცნო
image

სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების მიმდინარეობას მინისტრი ადგილზე გაეცნო

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისსა და ზვარეში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
 
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა, მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და სატყეო მეურნეობის ეფექტიანი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
„აჭარის ტყის რესურსების დაცვა, მოვლა და მდგრადი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ სატყეო სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ეტაპობრივად და ეფექტიანად ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, როგორც ტყის ეკოსისტემების დაცვასა და სანიტარიულ მდგომარეობას, ასევე სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარებას.“- განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.
 
2026 წელს ქედის სატყეო ადმინისტრაციაში ტყის მართვის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს სანიტარიულ ჭრებს, სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, ასევე ტყეკაფების გამოყოფასა და მონიშვნას.
 
მიმდინარეობს სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებიც. დაგეგმილი მაჩვენებლები სრულად შესრულებულია, გაყვანილია 6.89 კმ ახალი გზა, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 21.05 კმ არსებულ სატყეო გზას.
 
ღონისძიებებს ასევე ადგილზე გაეცნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხვა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.