საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
image

საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, უმაღლესი საბჭოს წევრები და მუნიციპალიტეტების მერები.
 
მინისტრი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ნარჩენების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
 
„ნარჩენების ეფექტიანი მართვა გარემოს დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობას, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების ეფექტიანი სისტემების განვითარებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელებას.“- განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.
 
შეხვედრაზე განიხილეს სპეციფიკური ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკა, მათი შეგროვებისა და გადამუშავების პროცესები, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
 
ასოციაცია „ვეისთლესი“ 2022 წლიდან ოთხი კატეგორიის სპეციფიკური ნარჩენის მართვის ავტორიზაციას ფლობს. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნარჩენი ზეთების, გამოყენებული საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, აგრეთვე ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვებასა და სათანადო მართვას.