საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ - 2026 გაიმართა
image

სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ - 2026 გაიმართა

ხულოში, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ - 2026 გაიმართა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.
 
ღონისძიება სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო და სოფელ ბაკოში სერიყანაში გაგრძელდა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს სელიმ ხიმშიაშვილის თავკვეთის ადგილი.
 
ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებას, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
„სელიმობა“ ბაკიბაკოელთა ინიციატივით, 2005 წლის 19 დეკემბერს, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავზე დაფუძნდა. პირველი დღესასწაული 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა.
 
სელიმობის ღონისძიება სოფელ ბაკოში საზეიმო კონცერტით დასრულდა.