აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო



სეზონური ზღვის სინჯები დაიწყო
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან ელენე ღუბიანურთან და მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძესთან ერთად, შავი ზღვის წყლის ხარისხის სინჯის აღების პროცესს დაესწრო.
როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, წყლის ხარისხის კვლევები უწყვეტ რეჟიმში ტარდება. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, ზღვის წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციას გაეცნოს.
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს. კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
ასევე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, ყოველ 10 დღეში ერთხელ ახორციელებს სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი)
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელი პერიმეტრის შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია.