აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ ახალი ხელმძღვანელი ელდარ ცინცაძე წარუდგინა.
ელდარ ცინცაძეს სახელმწიფო სექტორში ხელმძღვანელ და წამყვან პოზიციებზე მუშაობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ეკოლოგიური ექსპერტიზის სპეციალიზაციით.
ამავე შეხვედრაზე მინისტრმა მოადგილის პოზიციაზე წარადგინა გიორგი ჯინჭარაძე, რომელიც პროფესიით სატყეო საქმის სპეციალისტია.