საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
უმაღლეს საბჭოში განიხილეს სამინისტროების საქმიანობისა და პრიორიტეტების დოკუმენტი
image

უმაღლეს საბჭოში განიხილეს სამინისტროების საქმიანობისა და პრიორიტეტების დოკუმენტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარეები ილია ვერძაძე და ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდნენ, განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და საქმიანობის მიმართულებების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია და პრიორიტეტების დოკუმენტი.
 
ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ წარადგინა, ხოლო თანამომხსენებლები იყვნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
 
აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით პრიორიტეტებს წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ტრადიციული კულტურებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ფერმერთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე აგროტურიზმის განვითარება. გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვან მიმართულებებად კვლავ რჩება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების დაცვა, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, დაცული ტერიტორიების გაფართოება და მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
 
მოხსენებებისა და კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.