აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო


სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ფაროსანასთან ბრძოლის მართვის განახლებული რეგიონული ცენტრი დაათვალიერეს

ფაროსანასთან ბრძოლის მართვის განახლებული რეგიონული ცენტრი დაათვალიერეს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის განახლებული რეგიონული ცენტრი დაათვალიერეს და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
შეხვედრაზე იმსჯელეს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მავნებელთან ბრძოლის მიდგომებსა და სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული. ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობის როლს, რომელთა წარმომადგენლები ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინაციით მონაწილეობენ ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და მოსახლეობის ინფორმირების პროცესში.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და ლაშა დოლიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, მელიორაციის სამსახურის, კვლევითი ცენტრის, ასევე სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
მინისტრებმა ფაროსანასთან ბრძოლისთვის საჭირო სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერეს, რეგიონული ცენტრის თანამშრომლებს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში მობილიზებულია 250-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, შექმნილია მავნებლის გავრცელების მონიტორინგის და მოსახლეობის ინფორმირების სისტემები. განახლდა და კეთილმოეწყო სივრცეები, სადაც შესაძლებელია ფერმერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება.