საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
image

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს, ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
 
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 55 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციულ ერთეულში ტარდება.
 
სურსათის ეროვნული სააგენტო წამლობით ღონისძიებას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ამ დროისთვის თერმული ნისლით 29 970 ჰექტარი, ხოლო ცივი შესხურებით 3 500-მდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
 
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
 
სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მინიმუმამდე შემცირების მიზნით სახელმწიფო შესაბამის ღონისძიებებს ინტენსიურად გააგრძელებს.