საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები დაიწყო
image

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, წამლობითი ღონისძიებები აქტიურად დაიწყო ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში.
 
„მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების განთავსებასთან ერთად, ტარდება წერტილოვანი შეწამვლა ცივი შესხურების მეთოდით. აღსანიშნავია, რომ ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სადგურები არაყვავილოვან მცენარეებზე მონტაჟდება.
 
ქედის მუნიციპალიტეტში წამლობით ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
 
ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. საკოორდინაციო მართვის ცენტრში, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ფუნქციონირებს სატელეფონო გზავნილების სისტემა. ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.parosana.ge
 
წამლობითი ღონისძიებები რეგიონში, ოქტომბრის ბოლომდე ინტენსიურად გაგრძელდება.