საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ გაიმართა
image

ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ხეობაში, ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ გაიმართა.

ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ.

როგორც დენის სალუქვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადგილობრივი კულტურის, ტრადიციებისა და ფოლკლორის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის.

ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სპორტული აქტივობები, მოეწყო კვების სივრცეები, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები და თემატური დეკორაციები.

შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შვიდ მოქალაქეს „საპატიო ჭვანელის“ წოდება მიენიჭა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ 2012 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „საზოგადოება ჭვანელის“ ინიციატივით დაფუძნდა. მისი მიზანია ადგილობრივი კულტურისა და ფოლკლორის, ასევე სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია და განვითარება.