საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქედაში ღვინის ფესტივალი ჩატარდა
image

ქედაში ღვინის ფესტივალი ჩატარდა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტში ღვინის ფესტივალი გაიმართა.
 
ფესტივალის სტუმრებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ სიტყვით მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების პერსპექტივებს.
 
„ღვინის ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. აქ წარმოდგენილია როგორც ღვინის კომპანიები, ისე მცირე მარნების წარმომადგენლები და მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ტურისტებს, ქართული ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს თავიანთი წარმოების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ეს არის კარგი საკომუნიკაციო საშუალება საზოგადოებასთან იმისთვის, რომ მათ წარმოდგენა შეექმნათ, თუ როგორ ვითარდება რეგიონში მეღვინეობის დარგი “, - განაცხადა დენის სალუქვაძემ.
 
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საკუთარი პროდუქცია 20-ზე მეტმა ადგილობრივი ქართული ღვინის მწარმოებლებმა, მცირე და საშუალო მარნების წარმომადგენლებმა წარუდგინეს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო.
 
ფესტივალის მიზანი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.
 
ღვინის ფესტივალი სახალხო ზეიმის ,,შემოდგომა ქედაში” ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება.