აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
.webp)
ქედაში ცოლიკოურის რთველი მიმდინარეობს
ქედაში ცოლიკოურის რთველი მიმდინარეობს. წელს მუნიციპალიტეტში ცოლიკოურის ყურძნის 700 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი ორცვაში ამირან ქობულაძის ვენახში, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზვამ, ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან და სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, რთველში მიიღო მონაწილეობა.
მევენახე ფერმერს 0.2-ჰა ფართობზე გაშენებული აქვს ცოლიკოურის ნერგი, საიდანაც წელს ელოდება 2 ტონაზე მეტ მოსავალს. აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში - 96 ჰექტარს, აქედან ცოლიკოურით დაკავებულია 70 ჰა ფართობი.