აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო



შეხვედრა მთავრობის თავმჯდომარესთან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საუბარი შეეხო მთავრობის ძირითად პრიორიტეტებსა და ხედვებს. სულხან თამაზაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმოკლეს დროში ეფექტური პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეს სამინისტროს წინაშე დგას. მთავრობის მეთაურმა დაავალა ყველა უწყებას, რომ მაქსიმალურად გახსნილი და ეფექტური გახდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ასევე უმოკლეს ვადებში დასრულდეს მიმდინარე პროექტები.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია 2025 წელს განსახორციელებელი პროგრამების შესახებ.